პირველი დღე
დავიწყეთ ინტელის სასწავლო პროექტებით სწავლების კურსი.
გავეცანით როგორ დაეხმარება პროექტები ჩემს მოსწავლეებს სტანდარტის მიღწევასა და
XXI საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში.
მეორე დღე
დავიწყეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა,დავისახეთ
მიზნები, გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს.(ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი).
მესამე დღე
ვისწავლეთ როგორ დავგეგმოთ მოსწავლეზე ორიენტირებული
მიმდინარე შეფასება, ვებ-საიტების შექმნა, საავტორო უფლებების დაცვა და მათი კანონიერი
გამოყენება.
მეოთხე დღე
გავეცანით ინტერაქტიული თანამშრომლობისა და კომუნიკაციის
ფორმებს. როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სასწავლო პროცესში.
მეხუთე დღე
გავეცანით როგორ გამოვიყენოთ შეფასების რუბრიკები, ქულების
მინიჭების სქემები და შევაფასეთ ერთმანეთის პროექტები.
მეექვსე დღე
ვისაუბრეთ ტექნოლოგიების ფასილიტაციაზე, ვისწავლეთ დოკუმენტების
ატვირთვა გუგლის დოკუმენტებში.
მეშვიდე დღე
ვისაუბრეთ საავტორო უფლებების დაცვაზე და ბიბლიოგრაფიაზე, შეფასების
რუბრიკებზე . შევქმენით ახალი ბლოგები.
მერვე დღე
განვათავსეთ ჩვენი დოკუმენტები ბლოგზე.
No comments:
Post a Comment